თსუ ჰუმანიტარულო მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი ტრადიციულად მასპინძლობს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას "ანტიკურობის თანამედროვეობა", რომელიც ჩატარდება 2025 წლის 14-16 მაისს ჰიბრიდულად, თსუ მერვე კორპუსსა (ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13) და ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით.
წლევანდელი კონფერენცია გამორჩეულია, რადგან ეძღვნება ცნობილი ქართველი ელინისტის, თსუ ემერიტუსი პროფესორის, აკადემიკოსის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებლის, რისმაგ გორდეზიანის დაბადებიდან 85-ე წლისთავს.
მოხარული ვართ, რომ კონფერენციაში მონაწილეობს სამივე საფეხურის 25 სტუდენტი 9 ქვეყნიდან (ანბანურად): ბრაზილია, ბულგარეთი, იაპონია, იტალია, კოლუმბია, რუმინეთი, საბერძნეთი, საქართველო, უკრაინა.
კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: კლასიკური ფილოლოგიის აქტუალური საკითხები; ანტიკური სამყაროს ისტორია; ანტიკურობის რეცეფცია მსოფლიო კულტურაში; კლასიკური ენების ლინგვისტიკა; ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის აქტუალური საკითხები.
გიზიარებთ კონფერენციის ZOOM ლინკს:
ZOOM link:
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/89716064383?pwd=YW4veUFiZ0RuYkFqZEx6 WmtPckYvQT09
Meeting ID: 897 1606 4383
Passcode: 784685